04:01 18 ნოემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2779
  • 100 RUB4.6531
  • USD2.9723
გიორგი ვაშაძე

ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი 3 ათასი ლარით დაჯარიმდა

SPUTNIK / LEVAN AVLABRELI
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
107 0 0

პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერი პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააჯარიმეს

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ პარტია „ახალი საქართველოს" ლიდერი და საქართველოს პრეზიდენტობის ექს-კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე დამნაშავედ ცნო და სამი ათასი ლარით დააჯარიმა, იუწყება „Sputnik საქართველო" მოსამართლის თანაშემწე დევი დევიძეზე დაყრდნობით.

სამართალდამცველებმა დავით კირკიტაძე დააკავეს>>>

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სასამართლომ გიორგი ვაშაძე დამნაშავედ ცნო პოლიციის დაუმორჩილებლობაში. ადვოკატი აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს არეულობის საქმეში ფიგურირებდა პარლამენტის დეპუტატი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია, თუმცა, სასამართლომ მელიას წინააღმდეგ არასაკმარისი მტკიცებულებების გამო საქმისწარმოება შეწყვიტა. 

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს გამოძიება 2018 წლის 16 დეკემბერს ველისციხესთან პოლიციელების მხრიდან კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებით დასრულდა, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უჭერდა. „ნაცმოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მომხრეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ. მათ „ქართული ოცნება" არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

რაც შეეხება 16 დეკემბრის მოვლენებს, ამ დღეს ოპოზიცია თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა. ოპოზიციონერები პოლიციის მოთხოვნას მარშრუტის შემოვლითი გზით გაგრძელების შესახებ არ დაემორჩილნენ და პოლიციის რამდენიმე კორდონი გაარღვიეს. დაპირისპირების დროს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის პოლიციელები დაშავდნენ.

ინაუგურაციის დღეს მომხდარი არეულობის დროს სამართალდამცველებმა კიდევ ექვსი ადამიანი, მათ შორის, პარლამენტის ექს-დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით კირკიტაძე დააკავეს. აღნიშნული პირების საქმის სასამართლო განხილვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

 

მთავარი თემები