მოჭიდავეების სკანდალმა საქართველოში პარლამენტამდე მიაღწია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეპუტატის თვალსაზრისით, ჭიდაობის ფედერაციაში არსებული კონფლიქტი პარლამენტმა სპორტის სამინისტროსთან ერთად უნდა დაარეგულიროს

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია მნიშვნელოვან პრობლემებს განიცდის, რომელთა გამო მოჭიდავეები, მათ შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი სრულფასოვან ვარჯის ვერ ახერხებენ, მიაჩნია პარლამენტის დეპუტატს მმართველი პარტიიდან მიხეილ ყაველაშვილს.

ზურაბ დათუნაშვილი - Sputnik საქართველო
კარიერის დასასრული თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა – ქართველი მოჭიდავის დილემა

მოჭიდავე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს გეგა გეგეშიძეს ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი 11 იანვარს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალური შეხვედრისას რობერტ ქობლიაშვილსა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მოხდა. მას შემდეგ, რაც დათუნაშვილმა გააპროტესტა მსაჯების გადაწყვეტილება, ტრიბუნებზე დაიწყო არეულობა და ჩხუბი, რა დროსაც დათუნაშვილს წარბი გაუხეთქეს.

ყაველაშვილი შეხვდა დათუნაშვილს მას შემდეგ, რაც ფალავანმა გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ მან შეიძლება დატოვოს საქართველო და კარიერა რომელიმე სხვა ქვეყანაში გააგრძელოს.

„ზურაბ დათუნაშვილთან შეხვედრისას ჩვენს შორის საკმაოდ გულწრფელი საუბარი შედგა. მინდა ავღნიშნო, რომ ჭიდაობის ფედერაციაში არსებული დაპირისპირება, რაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, კონფლიქტის კულმინაციას წარმოადგენს. მიმაჩნია, რომ ფედერაციაში მმართველობის კუთხით სიღრმისეული პრობლემებია და ბევრი მიდგომაა შესაცვლელი, რათა ყველა სპორტსმენს შეეძლოს სრულყოფილად და მაქსიმალურად წარმატებით მოღვაწეობა“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მოჭიდავეთა სკანდალი: მინისტრმა პირველი განცხადება გააკეთა >>

მისივე განცხადებით, პარლამენტი სამინისტროსთან ერთად ჭიდაობის ფედერაციაში მოკვლევას დაიწყებს.

„ალბათ, უკვე გამოვიყენებ ჩვენს ფუნქციას ზედამხედველობის თვალსაზრისით. ვეცდებით, რომ დავიწყოთ მოკვლევა ჭიდაობის ფედერაციაში, რათა გაჯანსაღდეს სიტუაცია“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

ზურაბ დათუნაშვილი აცხადებს, რომ მან ყაველაშვილს მისი და ფედერაციაში არსებული პრობლემების შესახებ უამბო და მიიღო პირობა, რომ ფედერაციაში ეს პრობლემები აღარ იქნება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

„გარანტია მივიღე, რომ რაც სიბინძურეები ხდებოდა აღარ მოხდება ფედერაციაში“, - აცხადებს დათუნაშვილი.

ამასთან, ეს პირველ შემთხვევა არაა, როდესაც ცნობილი მოჭიდავე სკანდალში ეხვევა. 2017 წლის მაისში დათუნაშვილი თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს. სპორტსმენი საავადმყოფოდან სამი დღის შემდეგ გაწერეს. მაშინ ინციდენტის დეტალები არ გახმაურებულა.

ყველა ახალი ამბავი
0