რკინიგზის ხიდს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის გამო თბილისი–ფოთის მატარებელმა ერთი საათით დაიგვიანა.

თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალის ხაშური–ლიხის მონაკვეთზე სატვირთო ავტომობილმა სარკინიგზო ხიდი დააზიანა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მაგისტრალზე მოძრავი სატვირთო ტრაილერი, რომელსაც ტექნიკა გადაჰქონდა, ხიდს შეეჯახა. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ერთი საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა „თბილისი–ფოთის" მატარებელი.

ამჟამად მატარებლების მოძრაობა აღდგენილია.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების შემოწმებისა და მოკვლევის მიზნით შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0