გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვალი: „რა შემაკავებელი ორდერი, ბავშვს არავინ სცემდა"

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილი ბავშვის დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. გლდანი-ნაძალადევის რაიონში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას მამინაცვალი უარყოფს, რომ ბავშვს დედა სცემდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

რა ბრალდებით დააკავეს თბილისში გარდაცვლილი ბავშვის დედა>>>

ოთხი წლის გოგონა გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მას ფიზიკური დაზიანებების კვალი აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას დედა და მამინაცვალი ხშირად სცემდნენ. ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევის დროს კი, 6 იანვარს ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა, რომლის მიხედვით, მას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი.

სამართალდამცველებმა გოგონას დედა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის ბრალდებით გუშინვე დააკავეს.

ყვითელი ლენტი - Sputnik საქართველო
თბილისში გაურკვეველ ვითარებაში ოთხი წლის გოგონა გარდაიცვალა

გარდაცვლილი ბავშვის მამინაცვლის არკადი ზალაშვილის განცხადებით, 4 წლის გოგონა ბოლო დროს ავად იყო და ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ის ასევე უარყოფს ინფორმაციას, რომ ბავშვის დედაზე შემაკავებელი ორდერი იყო გაცემული.

„რა შემაკავებელი ორდერი, არავინ არა სცემდა, ვინცა თქვა, ეგენია მოსყიდული ხალხი. არავის ეკრძალებოდა მიახლოება, ჩემთან იზრდებოდა ბავშვი. იცოდა პოლიციამ, რომ დედასთან იყო ბავშვი… და ყურადღების ქვეშ იყო ყველაფერი“, – განაცხადა ზალაშვილმა.

ბავშვის მამინაცვლის თქმით, გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

„ბავშვი კიოდა ბანაობის დროს, წყალი რო დაესხმებოდა. დედამისს არასდროს უცემია. რომ დამენახა სცემდა, მე თვითონ დავსჯიდი ჩემ მეუღლეს. ბავშვი გუშინ ძალიან ცუდად იყო, მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, არავინ სცემდა", – თქვა ზალაშვილმა.

თბილისში 2014 წელს დაბადებული გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გამოძიების ფარგლებში გარდაცვლილი გოგონას დედა კი დაკავებულია სსკ-ის 381-ე პრიმა მუხლით, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0