ვითარება გზებზე: გუდაური–კობის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

© Roads Department of Georgiaთოვლი
თოვლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმ ადგილებს დაათვალიერებენ, სადაც ზვავსაშიშროებაა და მათი რეკომენდაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოები დაიწყება.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. ზვავსაშიშროების გამო გუდაური–კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

„ამჟამად ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო მოძრაობა შეზღუდულია კობი–გუდაურის მონაკვეთზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები შესაბამის ადგილებს დაათვალიერებენ. მათი რეკომენდაციის საფუძველზე დაიწყება სამუშაოები და მოძრაობა აღდგება. სხვა მიმართულებით ამჟამად შეზღუდვები არ ფიქსირდება", – განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ქვეყნის მასშტაბით გზებზე ტრანსპორტის გადაადგილებას უწყვეტ რეჟიმში არეგულირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების – საპატრულო და კრიმინალური პოლიციის, ასევე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები საჭიროების შემთხვევაში მგზავრებს ეხმარებიან და უსაფრთხო ადგილამდე მათ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0