დიდ დიღომში აფეთქება მოხდა - ნანგრევებიდან დაშავებულები გამოჰყავთ

© Sputnik / Shota Nozadzeსაცხოვრებელი კორპუსი დიღომში, რომელშიც აფეთქება მოხდა
საცხოვრებელი კორპუსი დიღომში, რომელშიც აფეთქება მოხდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სავარაუდოდ, აფეთქებას მსხვერპლი მოყვა

თბილისი, 16 იანვარი — Sputnik. თბილისში, დიდ დიღომში, ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შენობაში ჩამსხვრეულია მინები და გაჩნდა ცეცხლი.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო-სახანძრო ბრიგადები. ისინი ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ, თუმცა ჯერჯერობით უშდეგეგოდ.

ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, აფეთქებას მსხვერპლი მოყვა. დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებს ეტაპობრივად გადაყავთ ტერიტორიიდან.

ყველა ახალი ამბავი
0