05:20 22 იანვარი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0283
  • 100 RUB4.0074
  • USD2.6613
პოლიცია დამნაშავეს აკავებს

ზემო თელეთში დედის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი დააკავეს

CC0 / Pixabay
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1540)
116 0 0

ამ დროისთვის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა გარდაბნის რაიონში დედის დაჭრის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შემთხვევა სოფელ თელეთში 8 იანვარს მოხდა.

როგორც გამოძიებით დადგინდა, ურთიერთდაპირისპირების დროს შვილმა დედა საკუთარ საცხოვრებელ სახლში დანით დაჭრა.  

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა – 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1540)

მთავარი თემები