გარემოს დამცველებმა ნაძვების უკანონო მოჭრის ფაქტები დააფიქსირეს

გამოწერა
კანონდამრღვევებს, ადმინისტრაციულ და შესაძლო სისხლის სამართლის პასუხისგებასთან ერთად, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოუწევთ.

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. გარემოს დაცვის დეპარტამენტის სამეგრელო–ზემო სვანეთისა და სამცხრე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნაძვისა და სოჭის ხეების უკანონო მოჭრის ფაქტები გამოავლინეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
ნუ მოჭრი – მორთე: საქართველოში წინასაახალწლო კამპანია იწყება

გარემოს დაცვის თანამშრომლებმა გამოავლინეს კანონმდამრღვევები, რომლებსაც ნაძვისა და სოჭის ხეები დოკუმენტაციის გარეშე გადაჰქონდათ ტრანსპორტით.

დამნაშავეებს მოუწევთ ადმინისტრაციული პასუხისგება, ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ ზიანის თანხა 1 ათას ლარს აღემატება, კანონდამრღვევთა მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით გააძლიერა კონტროლი სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულების ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე.

ყველა ახალი ამბავი
0