საქართველოს ექს-პრეზიდენტის სიძის მეგობარმა თბილისის ცენტრში სროლა ატეხა

გამოწერა
სროლის დროს, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. პოლიციელებმა თბილისში 26 წლის დ.კ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინციდენტი ვაკეში გასულ ღამეს მოხდა. ტელეკომპანია Rustavi2-ის ინფორმაციით, დაკავებულია საქართველოს ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობარი დავით კაჭარავა.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
სისხლიანი გარჩევა ვერაზე

გავრცელებული ინფორმაციით, კაჭარავა ღამით ჭავჭავაძის გამზირზე, №16-ში იმყოფებოდა, სადაც ორ მამაკაცთან ჩხუბი მოუვიდა, რა დროსაც მან იარაღიდან გაისროლა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ და ბრალდებული დააკავეს. რაც შეეხება ორ მამაკაცს, ვისთანაც ჩხუბი მოუვიდა დაკავებულს, მათ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს. სამართალდამცველებმა ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით დააკავეს.

კაჭარავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით (სსკ-ის 236-ე მუხლი) აღიძრა, რაც ითვალისწინებს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

რაც შეეხება ორ დაკავებულს, მათ წინააღმდეგ გამოძიება „წვრილმანი ხულიგნობისა"და „პოლიციის დაუმორჩილებლობის" მუხლებით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს – 500-დან 4 ათას ლარამდე ოდენობის ჯარიმას, ან 15 დღის ვადით პატიმრობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0