დასავლეთ საქართველოში ავარიის დროს სამხედროები დაშავდნენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოავარიაში დამნაშავეს ოთხ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისისა და ხონის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად რამდენიმე სამხედრო დაშავდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

სამხედროებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

შსს-ს ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად სულ ათი ადამიანი დაშავდა, თუმცა მათ შორის რამდენია სამხედრო, უწყება არ აზუსტებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის" მუხლით დაიწყო, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან 3 წლამდე ვადით თავისუფლების შეზღუდვას ან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0