20:36 10 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0324
  • 100 RUB3.9852
  • USD2.6682
პოლიციის მანქანა

მკველელობა ფოკაში- ეჭვმიტანილი დაკავებულია

© Sputnik / Denis Aslanov
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
50 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა თანასოფლელი შურისძიების ნიადაგზე მოკლა.

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ნინოწმინდის რაიონში  1985 წელს დაბადებული ხ.ტ.-ს  განზრახ მკვლელობის ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა  ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ფოკაში დღეს მოხდა.

როგორც გამოძიებით დადგინდა, 1986 წელს დაბადებულმა გ.მ.-მ, წარსულში არსებული პირადი კონფლიქტის გამო, თანასოფლელი - ხ.ტ. ცეცხლსასროლი იარაღით  მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების მოტივით მოხდა.

ეჭვმიტანილი პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში ნინოწმინდის რაიონში დააკავა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შსს-ში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მთავარი თემები