06:05 12 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0286
  • 100 RUB4.0071
  • USD2.6609
ქართული ოცნების ოფისი

„ქართულ ოცნებაში" უკრაინის მოქალაქეების დაკავებას ოპოზიციის მიტინგს უკავშირებენ

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (860)
65 0 0

თბილისში გუშინ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი მოქალაქე დააკავეს

თბილისი,  3 დეკემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებული უკრაინის მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლას რუსთაველის გამზირზე გამართულ მიტინგს უკავშირებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შსს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს>>>

გუშინ, თბილისში საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. მიტინგში ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეები მონაწილეობდნენ. ამავე დღეს თბილისში უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. სასტუმროებში, სადაც ისინი იყვნენ გაჩერებული, სხვადასხვა სახეობის საბრძოლო მასალა იპოვეს.

 „ფაქტია, რომ ისინი, ვინც დააკავეს, ტურისტები არ არიან, ეს სპეციალურად მომზადებული მებრძოლები არიან შესაბამისი აღჭურვილობით. ამ თემაზე შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებმა შესაბამისი განცხადება უნდა გააკეთონ. ვფიქრობ, რომ მათი ჩამოსვლა მიტინგს უკავშირდება, რომელსაც სააკაშვილი აანონსებს“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.

უკრაინის მოქალაქეების დაკავების თაობაზე კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომელსაც მიაჩნია, რომ აუცილებელია აღნიშნული პირების  საქართველოში ჩამოსვლის ნამდვილი მიზეზი დადგინდეს. 

გარდა ამისა, უკრაინელმა ჟურნალისტმა საკუთარ Facebook-გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინელებს შორის იმყოფებოდა უკრაინის რადას დეპუტატი სემიონ სემიონჩენკო, თუმცა, მან  დიპლომატიური პასპორტის წყალობით გაქცევა შეძლო.

კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის სიტყვებით, ადრე სემიონჩენკოს სააკაშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ახლა მას საქართველოში  დესტაბილიზაციის მიზნით ჩამოსვლა ექს–პრეზიდენტის მომხრეების თხოვნით შეეძლო.

ექსპერტის მტკიცებით, სემიონჩენკოს მომხრეების მტკიცებით, იგი საქართველოში მეგობრებთან ან ნათესავებთან დასასვენებლად ჩამოვიდა. თუმცა, ამ დროისთვის უკრაინაში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით, სამხედრო და პოლიტიკური  მოღვაწე ქვეყანას სერიოზული მიზეზის გარეშე არ დატოვებდა.

ტელეკომპანია Rustavi2–ის განცხადებით, სემიონჩენკო საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლად ჩამოვიდა და ქვეყანაში დარჩა, სადაც მისი მეუღლეც ჩამოვიდა.

დაკავებულთა ადვოკატის განმარტებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირები უდანაშაულო არიან.

სპეცოპერაცია თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“  ჩატარდა, რა დროსაც სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს  „ბერეტას“ და „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (860)

მთავარი თემები