00:47 17 ოქტომბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2721
  • 100 RUB4.6123
  • USD2.9663
არ გადაკვეთო

გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გრძელდება

CC BY 2.0 / Tex Texin / "Crime Scene Do Not Cross" tape
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
22810

არსებული ინფორმაციით, იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს 11 წლის მოზარდის ცხედრის სავარაუდო ადგილსამყოფელი თავად მიუთითა

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გორში, კულტურისა და დასვენების პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილის ცხედარს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პოლიცია გორის პარკში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს მეორე დღე ეძებს>>>

მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები გორის კულტურისა და დასვენების პარკში გასულ თვესაც მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, აღნიშნული სამუშაოები რვა წლის ნანა ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის მიერ სამართალდამცველებისთვის მიცემული დამატებითი ჩვენების საფუძველზე დაიწყო. არსებული ინფორმაციით,  ნებიერიძემ სამართალდამცველებს 11 წლის მოზარდის ცხედრის სავარაუდო ადგილსამყოფელი თავად მიუთითა. 

შსს-ს ცნობით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ტექნიკისა და ექსპერტების დახმარებით, ადგილზე უკვე ჩატარდა გეოსკანირება, რომელმაც პოლიციას დამატებითი ინფორმაცია მისცა ნიადაგზე სხვადასხვა დროს განხორციელებული ზემოქმედების შესახებ. დადგენილია რამდენიმე სავარაუდო ლოკაცია, სადაც ამჟამად მიწის გათხრის სამუშაოები მიმდინარეობს.

იაგო ნებიერიძე რვა წლის ნანა ბერიაშვილის  მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. ნანა ბერიაშვილი გორში მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ნაშუადღევს გაუჩინარდა. ის სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა. მოგვიანებით ბავშვის ცხედარი მის სახლთან ახლოს, მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს.

იაგო ნებიერიძე 2004 წელს 11 წლის ზაქრო ბერძენიშვილის გატაცების და თანხის გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, მაშინ მას ბრალი არ დაუმტკიცდა და ის საპატიმროში 2008 წელს ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით მოხვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მას 18 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, შემდეგ სააპელაციო სასამართლომ ვადა 17,4 წლამდე შეუმცირა. გარდა ამისა, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქართველოს პარლამენტმა კანონი „ამნისტიის შესახებ" მიიღო, რომლის თანახმად, ნებიერიძის პატიმრობის ვადა 10 წლამდე შემცირდა. 2016 წელს კი კომისიამ პრეზიდენტს ნებიერიძის შეწყალების თაობაზე დადებითი რეკომენდაცია წარუდგინა. იაგო ნებიერიძე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიწყალა და მიმდინარე წლის თებერვალში მან სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები