სპეცოპერაცია თბილისში: დაკავებულია შვიდი მოქალაქე

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სპეცოპერაცია თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის მოქალაქეები ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკავეს

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. თბილისში ლიხაურის ქუჩაზე სასტუმრო „ალიანსში“ სპეცოპერაციისას უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საპროტესტო აქცია რუსთაველზე - Sputnik საქართველო
საპროტესტო აქციაზე თბილისში პოლიცია წესრიგს დაიცავს

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ოთხი უკრაინის და ერთი საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ.

სასტუმროს დირექტორის, სოფიო მაღლაკელიძის თქმით, უკრაინის მოქალაქეები ლიხაურის ქუჩაზე არსებულ სასტუმრო „ალიანსში" 27 ნოემბერს დაბინავდნენ. მისივე თქმით, რაიმე საეჭვო სტუმრებისთვის არ შეუმჩნევია. სასტუმროს დირექტორი სხვა დეტალებზე ამ დროისთვის არ საუბრობს.

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პირველ არხზე შსს-ს კომენტარი გავრცელდა. 

„თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულია უკრაინის შვიდი მოქალაქე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0