23:20 26 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8137
  • 100 RUB4.2174
  • USD3.2202
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)
112 0 0

უწყებები მეორე დღეა სამუშაოებს აწარმოებენ

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. დასავლეთ საქართველოს სამივე რეგიონში სტიქიის სალიკვიდაციოდ ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პარასკევს იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. დაზიანებულია შენობები, სახურავები, ხიდები, ელექტროგადამცემი ხაზები, წაქცეულია ხეები. ქარმა დააზარალა ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ხობი, სენაკი, ლანჩხუთი, ჩოხატაური და სხვა რაიონები.

პრემიერ-მინისტრის დავალებით აღმასრულებელი ხელისუფლებისა და რეგიონული სამსახურების წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად მეორე დღეა სამუშაოებს აწარმოებენ.

პარალელურად მიმდინარეობს ზარალის დათვლა. რეგიონების დიდ ნაწილს ეტაპობრივად უკვე აღუდგა ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განაგრძობს 24-საათიან რეჟიმში მუშაობას, სამივე რეგიონში მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ამ წუთებშიც ეხმარებიან მოქალაქეებს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთებაში და წმენდენ წაქცეული ხეებისგან ჩახერგილ გზებს.

შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია პირადად გაეცნო სტიქიის შედეგად სამეგრელოს რეგიონში შექმნილ მდგომარეობას.

ქარის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს. სტიქიასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“.

სტიქიის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან 465 შეტყობინება შევიდა, აქედან იმერეთიდან - 350, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 110, გურიიდან კი 15.

სამივე რეგიონში მობილიზებულია 500 მეხანძრე-მაშველი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)

მთავარი თემები