01:09 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
ქარიშხალი ქუთაისში

სტიქია დასავლეთ საქართველოში - დაზიანდა შენობები, მანქანები, ელექტროგადამცემი ხაზები

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (192)
177 0 0

ქარის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს.

თბილისი, 1 დეკემბერი - Sputnik. ძლიერმა ქარმა პარასკევს ჩოხატაურსა და ზუგდიდში მოსახლეობა დააზარალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ჩოხატაურში ქარმა დააზიანა შენობები და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული შენობების სახურავები. სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სპეციალური შტაბი მუშაობს.

„ქარი უკვე ჩადგა, მაგრამ დაახლოებით 100 აბონენტს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შექმნილია სპეციალური შტაბი, დაითვლება ზარალი და დაზარალებულებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება“, – განაცხადა ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ.

ზუგდიდში ძლიერმა ქარმა დააზიანა 20-ზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი, დევნილთა ოთხი საერთო საცხოვრებელი და ოთხი საჯარო სკოლა, ასევე განმუხურში მდებარე ამფითეატრი, და ელექტროგადამცემი ხაზები. აღნიშნული პრობლემის გამო სოფლების უმეტესობას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები მუშაობენ. შესაბამისი სამუშაოების შემდეგ, ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება 20-ზე მეტ სოფელშია აღდგენილი.

ძლიერმა ქარმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები და გარე განათების ბოძები. მერიის სამსახურების თანამშრომლები სტიქიის ზონებში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ და სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ქარის მიერ მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია სწავლობს. სტიქიასთან დაკავშირებით ზუგდიდის მერიაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“.

სტიქიის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონებიდან 465 შეტყობინება შევიდა, აქედან იმერეთიდან - 350, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან - 110, გურიიდან კი 15.

სამივე რეგიონში მობილიზებულია 500 მეხანძრე-მაშველი.

იმერეთში გამოძახებების უმრავლესობა დაფიქსირდა ქალაქ ქუთაისიდან. ძლიერმა ქარმა წააქცია 150 ხე, დააზიანა 5 ავტომანქანა, 170 შენობას ახადა სახურავი, გარდა ამისა, დაზიანებულია სარეკლამო ბანერებიც, რამდენიმე ქუჩაზე კი ჩამოყრილია ელექტროსადენები.

სამეგრელო-ზემო სვანეთში ქარმა დააზიანა ავტომობილი, 46 შენობას გადახადა სახურავი და წააქცია 44 ხე. დაზიანებულია ელექტროსადენები.

გურიაში ყველაზე მეტი შეტყობინება ლანჩხუთიდან დაფიქსირდა, სადაც ძირითადად, დაზიანდა ელექტრო სადენები და წაიქცა ხეები.

თემები:
უამინდობა საქართველოში (192)

მთავარი თემები