07:49 14 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0517
  • 100 RUB4.0048
  • USD2.7155
სანთლები ეკლესიაში

გარდაიცვალა რეჟისორი ჯუმბერ ებრალიძე

© Sputnik / STRINGER
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1299)
95 0 0

რეჟისორი, რომელიც 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმის ავტორია, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ჯუმბერ ებრალიძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ებრალიძე 1933 წლის 20 მარტს თბილისში დაიბადა.

1956-1961 წლებში მუშაობდა კინოსტუდიაში „ქართული ფილმი" რეჟისორის თანაშემწედ, შემდეგ მუშაობა ტელევიზიაში განაგრძო.

თავისი შემოქმედებითი გზის განმავლობაში გადაიღო 50-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სრულმეტრაჟიანი პუბლიცისტური ფილმი „საქართველოს მატიანე", რომელიც შედგება 20 ფილმისგან, ასევე „ბიჭვინთა", „ჩვენი მერი", „მატჩის დირიჟორი", „ბორის პაიჭაძე" და სხვ.

ებრალიძე იყო საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985) და ღირსების ორდენის კავალერი (2003).

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1299)

მთავარი თემები