07:40 11 დეკემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0412
  • 100 RUB4.0143
  • USD2.6670
ხელბორკილის დადება

„რუსთავი2"-ის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილე ორი პირი დაკავებულია

CC0 / Pixabay / 3839153
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
167 0 0

პოლიციამ ქვიშხეთში „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" უფროსის მოვალეობის შემსრულებელი და კომპანიის თარჯიმანი დააკავა.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებიც ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის თანამშრომლებს, ჟურნალისტ ეკა გაგუასა და ოპერატორ ლევან კალანდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ინციდენტი ოთხშაბათს, დილით სოფელ ქვიშხეთთან მოხდა, სადაც სარკინიგზო გვირაბი შენდება. როდესაც ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი სიუჟეტის გადასაღებად ობიექტზე მივიდა, იქ შეხლა-შემოხლა დაიწყო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის გადამღებ ჯგუფს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და საქმიანობაში ხელი უკანონოდ შეუშალეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" სოფელ ქვიშხეთის ობიექტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ს.უ. და ამავე ორგანიზაციის თარჯიმანი ი.ც. დააკავეს", - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დაკავებულებს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდება.

მთავარი თემები