კახეთში ცხვარი იხოცება – ადგილობრივი მოსახლეობა უცხოელ ინვესტორებს ადანაშაულებს

გამოწერა
გამოძიება მიმდინარეობს ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის მუხლით.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობა უცხოელ ინვესტორებს ცხვრების მოწამვლაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

სამცხე-ჯავახეთის პეიზაჟები - Sputnik საქართველო
როგორ ებრძვიან საქართველოში ცხოველთა დაავადებებს

ცხვრის დახოცვასთან დაკავშირებით კრიმინალისტები საძოვრებზე გვიანობამდე მუშაობდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ცხვარი თაგვის წამლით დაიხოცა, რომელიც იმავე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, სადაც დახოცილი ფარა იყო.

დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და უცხოელ ინვესტორებს შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ტერიტორია გაიყიდა. ახალმა მფლობელებმა ადგილობრივ მოსახლეობას საძოვრებზე შესასვლელი ჩაუკეტეს.

ამ დროისთვის დაღუპულია 50 ცხვარი, ხოლო დაახლოებით 150 – მოწამლული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის მუხლით.

 

ყველა ახალი ამბავი
0