16:59 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
სასწრაფო დახმარება

ვაზიანში მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე  ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1229)
110 0 0

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი  სამ ქვეით მამაკაცს შეეჯახა

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. გარდაბანში, სოფელ ვაზიანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა, იუწყება სააგენტო „ინფო რუსთავი“.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით,  თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ავტომაგისტრალზე, სოფელ ვაზიანთან მოხდა. 

BMW-ს მარკის ავტომობილი  გზაზე მდგარ სამ ქვეით მამაკაცს შეეჯახა, შემდეგ მოცურდა და ამოტრიალდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად ორი ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა, ორი დაშავებული კი, მათ შორის,  მძღოლი,  სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, ერთს - ადგილზე გაეწია დახმარება.

შემთხვევის ადგილზე  სასწრაფო სამედიცინო  დახმარებისა  და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყვნენ მობილიზებული.

მომხდარ ფაქტზე  გამოძიება  საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს,  რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი არ ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1229)

მთავარი თემები