დაკავებულია დამნაშავე, რომელმაც მამაკაცს შვიდჯერ ესროლა

გამოწერა
ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 47 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ბათუმში 27 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა ბათუმში, 15 სექტემბერს ლუკა ასათიანის ქუჩაზე მოხდა.

დაკავება - Sputnik საქართველო
ზუგდიდში სიძემ ცოლისძმა სასიკვდილოდ დაჭრა

ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას 47 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდი ტყვია ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე წარსულში ნასამართლევია.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამ დროისთვის დაჭრილი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს გადის. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზარალებულს სამი ტყვია ფეხის არეში მოხვდა, ხოლო ერთმა ტყვიამ ხელის მტევანი დაუზიანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით („ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება") და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით („ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება"), რაც ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0