20:47 19 ნოემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0268
  • 100 RUB4.0447
  • USD2.6727
მამაკაცი დანით

დიღმის მასივში 16 წლის ბიჭი დანით მძიმედ დაჭრეს

© photo: 1ul.ru
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (804)
127 0 0

ინციდენტი მოზარდების შორის ბანქოს თამაშის დროს შელაპარაკებას მოჰყვა.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. თბილისში, დიღმის მასივში 16 წლის მოზარდის დანით დაჭრის ფაქტზე 20 წლის ბიჭი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ინციდენტი მოზარდების შორის ბანქოს თამაშის დროს შელაპარაკებას მოჰყვა.

მოზარდი მძიმე მდგომარეობაში იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მას ჭრილობა ბასრი საგნით ბარძაყის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, თუმცა ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან სამ საათში დააკავა.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თემები:
კრიმინალი საქართველოში (804)

მთავარი თემები