სასამართლომ ტერორისტ ჩატაევის კიდევ ორ თანამზრახველს განაჩენი გამოუტანა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტერორისტ ახმედ ჩატაევის კიდევ ერთ თანამზრახველს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა და დანაშაული აღიარა, 3 წლით პატიმრობა, მეორეს კი 13 წლით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ ზურაბ გორნაკაშვილი და ბაადურ ჩოფანაშვილი ტერორისტებისთვის, მათ შორის ახმედ ჩატაევისთვის მომსახურების გაწევაში, თავშესაფრის მიცემასა და რესურსებით უზრუნველყოფაში დამნაშავედ ცნო, ნათქვამია სასამართლოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სუს-ი: ჩატაევი საქართველოსა და თურქეთში საელჩოების წინააღმდეგ ტერაქტებს გეგმავდა>>>

2017 წლის ნოემბრის ბოლოს თბილისში ჩატაევისა და მისი თანამზრახველების დაკავების მიზნით ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. ტერორიზმში ბრალდებულები თითქმის ერთი დღე-ღამის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას სპეცრაზმელებს და ისროდნენ მრავალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთი ბინიდან. სპეცოპერაცია იბრაჰიმ ადაშევის და ასლანბეგ სოლტახმადოვის ლიკვიდაციით დასრულდა, ჩატაევმა კი თავი აიფეთქა. ჩატაევის კიდევ ერთი თანამზრახველი შოაიფ ბორზიევი სპეცოპერაციის დაწყებამდე დააკავეს.

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სასამართლომ ტერორისტ ჩატაევის კიდევ ორ თანამზრახველს განაჩენი გამოუტანა - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია თბილისში

გორნაკაშვილი საქართველო-თურქეთის საზღვრის გადმოკვეთისას ჩატაევისთვის დახმარების გაწევაში ცნეს დამნაშავედ, ჩოფანაშვილს კი ბრალი ედება იმაში, რომ ის ჩატაევს მაღალმთიანი აჭარიდან თბილისში ჩამოსვლაში დაეხმარა. მათ, როგორც ჩატაევის სხვა დაკავებულ თანამზრახველებს, ბრალი წარედგინათ სსკ-ის მუხლით „ტერორიზმის დაფინანსება, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა ან რესურსებით უზრუნველყოფა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია". ჩვენებების მიცემის შემდეგ მათი საქმის ცალკე განხილვა დაიწყო.

გამომდინარე იქიდან, რომ ბაადურ ჩოფანაშვილთან მიმართებით საპროცესო გარიგება გაფორმდა, მან სამი წლის ვადით პატიმრობა და ხუთი წლით პირობითი სასჯელი მიიღო.

© Sputnik / Levan Avlabreliსპეცოპერაცია თბილისში
სასამართლომ ტერორისტ ჩატაევის კიდევ ორ თანამზრახველს განაჩენი გამოუტანა - Sputnik საქართველო
სპეცოპერაცია თბილისში

გორნაკაშვილმა კი, მიუხედავად გამოძიებასთან თანამშრომლობისა, არ აღიარა დანაშაული, რაც საპროცესო გარიგების განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

ივლისის ბოლოს თბილისის სასამართლომ ჩატაევის კიდევ ექვს თანამზრახველს, მათ შორის ერთს დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი. მათ 10-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ჩატაევის თანამზრახველებიდან თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე მხოლოდ ერთი – ბორზიევი დააკავეს, დანარჩენები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩატაევის დაღუპვიდან ერთი თვის შემდეგ დააკავეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0