თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ესპანელმა სამართალდამცელებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებსაც ქალაქ ბილბაოში 11-მდე საცხოვრებელი სახლის გაქურდვა ედებათ ბრალად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ესპანურ მასმედიაზე დაყრდნობით.
ესპანური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დაკავებულებმა ბილბაოსა და მის შემოგარენში აგვისტოს პირველ ნახევარში 11-მდე საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. ეჭვმიტანილები ბინის კარში პლასტმასის მარკერებს ტოვებდნენ იმის გასაგებად, იმყოფებოდნენ თუ არა სახლში ბინის პატრონები.
დაპატიმრებულები 39, 46 და 47 წლის მამაკაცები არიან.
დამნაშავეების დაკავების დროს პოლიციამ აღმოაჩინა ინსტრუმენტები, რომლებსაც ეჭვმიტანილები ბინებში შესაღწევად იყენებდნენ.