ხანძარი ბათუმში – დამწვარია ათი მაღაზია

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ზუსტი ოდენობა.

თბილისი, 30 აგვისტო - Sputnik. ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთსართულიან სავაჭრო ცენტრში ათამდე მაღაზია და სახურავი დაიწვა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძარი წუხელ, დაახლოებით ორ საათზე გაჩნდა. მის ჩაქრობას 12 სახანძრო მანქანა და 65 მეხანძრე მაშველი ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ჯამში დამწვარია 560 კვადრატული მეტრი ფართობი.

უწყების ცნობით, ხანძრის სწრაფ გავრცელებას სავაჭრო ცენტრში არსებულმა ადვილად აალებადმა პროდუქციამაც შეუწყო ხელი.

„ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარე ბაზრობაზეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება“, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

ამ ეტაპისთვის უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ზარალის ზუსტი ოდენობა.

ყველა ახალი ამბავი
0