ანაკლიის ფესტივალზე ნარკოტიკების გასაღებისთვის დაკავებულთა რაოდენობა იზრდება

© Sputnik / Levan Avlabreliსაფეხმავლო ხიდი ანაკლიაში
საფეხმავლო ხიდი ანაკლიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს-ს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით 29 ადამიანი დააკავეს

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Echowaves-ზე, რომელიც ანაკლიაში მიმდინარეობდა, მიმდებარე სოფელ განმუხურში პოლიციის თანამშრომლებმა 22 ადამიანი დააკავეს, მათგან ხუთი — ირანის მოქალაქეა, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულთა პირადი და მათი დროებითი საცხოვრებელი ადგილების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით პოლიციელებმა აღმოაჩინეს და ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკები.

დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო
დაკავებულია 72 ნარკომოვაჭრე – შსს-მ ნახევარი წლის ანგარიში წარმოადგინა

გარდა ამისა, სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს 30 წლის უკრაინის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს „კოკაინი“, „კეტამინი“ და „ამფეტამინი“.

უკრაინელის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით („ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება“, „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა“).

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ხარისხიანი ნარკოპოლიტიკის განსახორციელებლად >>

კიდევ ერთი პირი — 24 წლის საქართველოს მოქალაქე აჭარაში დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციელებმა „სუბოქსინის“ 91 აბი და ხუთ შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ ამოიღეს.

Марихуана - Sputnik საქართველო
HRW საქართველოში მარიხუანის ლეგალიზაციას ეხმაურება

მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა მუხლით „განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა“, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოში ბოლო დროს პოლიციელებმა ირანის კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას შსს-ს თანამშრომლებმა ამოიღეს ხუთ შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის, 700 გრამამდე „ჰეროინი“.

ამასთან, თბილისში პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თბილისში 2 პირი დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით სინთეტიკური ნარკოტიკი: 25 აბი „ექსტაზი“, ასევე, „ამფეტამინი“, „მდმა“ და LSD.

მოროშკინა: არ დაემსგავსოთ ჩემს თაობას, ჩამპალ თაობას >>

გარდა ამისა, ფონიჭალაში ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე დაკავებულია 26 წლის მამაკაცი. პოლიციამ დაკავებულისგან საკონტროლოდ შეისყიდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. სამართალდამცველებმა, ორთვიანი ოპერატიული მუშაობის შედეგად, აღნიშნული პიროვნება თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ასევე აცხადებენ, რომ 1 იანვრიდან დღემდე ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, 99 პირი დააკავეს. აღნიშნული პირები ქვეყანაში დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ცდილობდნენ.


ყველა ახალი ამბავი
0