11:47 19 აგვისტო 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.9344
  • 100 RUB3.8267
  • USD2.5779
წყალდიდობა

თრუსოს ხეობაში ჩარჩენილი ტურისტები გამოიყვანეს – მლეთაში ევაკუაცია გამოცხადდა

© FB / Kakha Kaladze
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
უამინდობა საქართველოში (92)
197 0 0

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მლეთაში მაშველებს მდინარე არაგვის სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობა სახლებიდან გაჰყვათ.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. თრუსოს ხეობაში  ჩარჩენილი ტურისტები  მშვიდობით გამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ხეობაში ტურისტების ჩარჩენის მიზეზი ძლიერი წვიმის შედეგად მთიდან ნაშალი მასალის ჩამოშლა და ხიდის დაზიანება გახდა.

სტიქიის ზონიდან ტურისტების გამოყვანას, რომლებიც ხეობაში 7 ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, დაახლოებით ხუთი საათი დასჭირდა. მათი გამოყვანა საფეხმავლო გზებით მოხერხდა.

წყალდიდობაა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მლეთაშიც. ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე არაგვი ადიდდა. მდინარემ დააზიანა ჯებირები, დატბორა საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი ფართები. წყალდიდობამ  მეწყერიც  გამოიწვია. 

ტელეკომპანია Rustavi 2-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის  მლეთაში ევაკუაცია გამოცხადდა, მაშველებს მდინარე არაგვის სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობა სახლებიდან გაჰყვათ.

 

 

თემები:
უამინდობა საქართველოში (92)

მთავარი თემები