01:54 23 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1013
  • 100 RUB4.1338
  • USD2.6951
მაშველები

ბათუმში მაშველებმა ორი მამაკაცი დახრჩობას გადაარჩინეს

© FB / Emergency Management Service
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1225)
95 0 0

გაფრთხილების მიუხედავად მამაკაცები ზღვაში მაინც შევიდნენ.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბათუმში ზღვაში ორი მამაკაცი გადაარჩინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. მაშველებმა 43 წლის მამაკაცი გადაარჩინეს. იგი სანაპიროდან ზღვაში 100 მეტრის დაშორებით იყო შესული და შველას ითხოვდა. მეორე მამაკაცი კი, რომელიც მაშველებმა გადაარჩინეს, 42 წლის არის. იგი ტალღამ მოიყოლა, რის შედეგადაც თავი დაუზიანდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებს.

უწყების ცნობით, დღეს, 9 აგვისტოს, შტორმის გამო ზღვაში ცურვა აკრძალულია.  

„შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება" — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.


თემები:
შემთხვევები საქართველოში (1225)

მთავარი თემები