16 წლის მოზარდი „სმაილის" მაღაზიის გაქურდვის მცდელობისთვის დააკავეს

გამოწერა
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი არასრულწლოვანი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა გლდანში 16 წლის მოზარდი ტექნიკის მაღაზია „სმაილის" გაქურდვის მცდელობის ფაქტზე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პატრული - Sputnik საქართველო
ბათუმში სამი არასრულწლოვანი დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ დამნაშავემ ხიზანიშვილის ქუჩის №1-ში მდებარე ტექნიკის მაღაზიის ვიტრინა ჩაამტვრია, სავაჭრო ობიექტში შეაღწია და მობილური ტელეფონების მოპარვა სცადა.

არასრულწლოვანი პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა. ვიტრინის ჩამტვრეულ შუშაზე დაკავებულმა ხელის თითები, პოლიციის თანამშრომელმა კი მკლავი დაიზიანა.

ბრალდებული ქურდობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. არასრულწლოვანი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილით („ქურდობის მცდელობა სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით"), რაც ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

ყველა ახალი ამბავი
0