მაშველებმა ყაზბეგში არაბი ტურისტი გადაარჩინეს

გამოწერა
ტურისტს გველეთის ჩანჩქერთან ბილიკზე ფეხი დაუცურდა და დაგორდა, შედეგად თავისა და ზედა კიდურების დაზიანება მიიღო.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ყაზბეგის მთებში საუდის არაბეთის მოქალაქეს დაეხმარნენ, ნათქვამია უწყების Facebook-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტს გველეთის ჩანჩქერთან ახლოს, ბილიკზე ფეხი დაუცურდა და დაგორდა, შედეგად თავისა და ზედა კიდურების დაზიანება მიიღო.

მაშველებმა დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0