სირიაში თარხან ბათირაშვილის ძმა დაიღუპა

© photo: Sputnik / Mikhail Alaeddinსირიის ჯარები იორდანიასთან საზღვარზე
სირიის ჯარები იორდანიასთან საზღვარზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად სირიასა და ერაყში, სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციაში საქართველოდან წასული 30 მოქალაქე იბრძვის

თბილისი, 25 ივლისი — Sputnik. სირიაში დაიღუპა თამაზ ბათირაშვილი — „ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი მეთაურის, საქართველოს მკვიდრი თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ-უმარ აშ-შიშანის ძმა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

თამაზ ბათირაშვილი 38 წლის იყო. ის პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი იყო.

ხელბორკილები საკნის გისოსზე - Sputnik საქართველო
თარხან ბათირაშვილის ქვრივი თურქეთში დააკავეს

ტელეკომპანიის მონაცემებით, ბათირაშვილი სირიაში 2013 წელს წავიდა. როგორც პანკისელები აცხადებენ, ის საბრძოლო შეტაკებების დროს დაიღუპა.

გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის პოლიციამ თარხან ბათირაშვილის ქვრივი სედა დუდურაევა დააკავა. დუდურაევა და კიდევ ოთხი ადამიანი 4 ივლისს დააკავეს.

რაც შეეხება აშ-შიშანს, ის 2016 წლის ივლისში ერაყის ქალაქ შერგატთან ბრძოლებში დაიღუპა.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, სირიასა და ერაყში, სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების რიგებში ამჟამად საქართველოს 30 მოქალაქე იბრძვის. სპეცსამსახურებს გასულ წელს საქართველოში მათი დაბრუნების არც ერთი ფაქტი არ გამოუვლენია.

ყველა ახალი ამბავი
0