გორში ავტომობილი ბებიას და შვილიშვილს დაეჯახა

© photo: Sputnik / Stringerპატრული
პატრული - Sputnik საქართველო
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ავტომობილის მძღოლი მიიმალა

თბილისი, 24 ივლისი — Sputnik. გორში მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ბებიას და შვილიშვილს დაეჯახა, იუწყება ქართული მედია.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
ავარიამ ქარელში 60 წლამდე ქალი იმსხვერპლა

შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში დღეს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბებია-შვილიშვილმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაზარალებულებს პირველადი დახმარება შემთხვევის ადგილზე აღმოუჩინეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ავტომობილის მძღოლი მიიმალა, თუმცა, სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება მაინც შეძლეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0