ტრაგედია ტყიბულში: შახტები შესაძლოა სახელმწიფოს გადაეცეს

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიმეშახტე აჩვენებს ნახშირს
მეშახტე აჩვენებს ნახშირს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტყიბულში არსებული შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე ვერ მოიძებნა გადაწყვეტილება, რომელიც ნახშირის მოპოვებას მთლიანად უსაფრთხოს გახდიდა

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ მზად არის გადასცეს სახელმწიფოს კომპანია „საქნახშირი“, რომელზეც მეშახტეები დაიღუპნენ, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ორშაბათს გამთენიისას ტყიბულის მინდელის სახელობის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა ექვსი. წინასწარი ინფორმაციით, მინდელის სახელობის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში 25-ვე შახტი დაიხურა.

საქართველოში 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა >>

„სამწუხაროდ, ტყიბულის შახტების სპეციფიკიდან გამომდინარე კომპანია „საქნახშირში“ ვერ მოიძებნა ისეთი საინჟინრო გადაწყვეტა, რომელიც ნახშირის მოპოვებას სრულად უსაფრთხოს გახდიდა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი გამოთქვამს მზადყოფნას, უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი დანახარჯების მიუხედავად კომპანია „საქნახშირი” უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს“, — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
მამუკა ბახტაძე: მივიღეთ გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” ინფორმაციით, კომპანიამ 2006 წლიდან ათეულობით მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა „საქნახშირში“, აღდგა სრული საწარმოო პროცესი, სრულად შეიცვალა არსებული ინფრასტრუქტურა, დასაქმდა 1400 მეშახტე.

ტყიბულში „მინდელის“ შახტში მიმდინარე წლის გაზაფხულზე ექვსი მუშა დაიღუპა. 5 აპრილის ღამეს მინდელის შახტში გვირაბის გვერდითი ქანები ჩამოინგრა — ჰაერის დარტყმითი ტალღა ცენტრალურ გვირაბებში გავრცელდა. მეორე დღე დაღუპული მეშახტეების გლოვის დღედ გამოცხადდა. 

ტრაგედიის შემდეგ ორშაბათს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შახტი, რომელზეც ტრაგედია მოხდა, უნდა დაიხუროს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ხუთ წლამდე ვადით. 5 აპრილს მომხდარი ტრაგედიის ფაქტზე დაწყებული გამოძიება ჯერ არ დასრულებულა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0