თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ურალის ავიახაზების მგზავრს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, ნათქვამია TAV Georgia-ს Facebook-გვერდზე.
მგზავრი ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, როდესაც მოსაცდელ დარბაზში მშობიარობა დაეწყო.
„მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს თავის პერსონალი ეხმარებოდა", — აღნიშნულია განცხადებაში.
ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.