შსს-მ სამეგრელოში ყაჩაღობის ფაქტი გახსნა

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილი საკნის გისოსზე
ხელბორკილი საკნის გისოსზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეიარაღებულმა ბოროტმოქმედებმა ხობში სატვირთო ავტომობილი დააყაჩაღეს

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სამეგრელოში ყაჩაღობის ბრალდებით სამართალდამცავებმა ორი მამაკაცი დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრეს-სამსახური

უწყების ცნობით, დაკავებულები არიან 33 წლის ა. ჯ. და 37 წლის პ. ჯ. 

დაკავება - Sputnik საქართველო
ქურდობა მარნეულში: პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა

„გამოძიებით დადგინდა, რომ პისტოლეტით და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფით შეიარაღებული ბრალდებულები ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში, თავს დაესხნენ სატვირთო ავტომობილს, მასში მყოფ 2 პირს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს და თანხა გაიტაცეს“, — აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე.

სამართალდამცველებმა გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ასევე, ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღები.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0