02:56 09 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4507
  • 100 RUB4.3040
  • USD3.0594
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
212 0 0

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. კახეთში, თელავის რაიონში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დღეს დილით ავარიულად დაეშვა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენმა სოფელ ართანასთან, სასაზღვრო პოსტ „ანდარაზართან" ავარიული დაშვება განახორციელა, რის შედეგადაც ვერტმფრენში მყოფი პირები დაშავდნენ. ამ დროისთვის დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყავთ.

ბორტზე სამი მფრინავი, 1 მესაზღვრე და 1 საპატრულო დეპარატმენტის წარმომადგენელი იმყოფებოდა. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო ქვედანაყოფებში გეგმიური როტაციის მიზნით მიფრინავდა.

სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ავარიულად დაშვების ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. შემთხვევას შეისწავლის გენერალური ინსპექციაც.

მთავარი თემები