საქართველოს საზღვარზე შრი-ლანკის რვა მოქალაქე დააკავეს

© FB / MIA Border Police of Georgiaქართველი მესაზღვრეები
ქართველი მესაზღვრეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულებს 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. სამართალდამცველებმა შრი-ლანკის რვა მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, შრი-ლანკის მოქალაქეები სამართალდამცველებმა N1 სამმართველოს (ბათუმი) N3 სასაზღვრო სექტორის (გორგაძეთი) დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს. 

სარფის გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
საზღვრის უკანონო გადაკვეთა: დაკავებულია თურქეთის ორი მოქალაქე

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.

საქმეზე გამოძიება  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0