თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე შვიდი წლის გოგონა პნევმატური იარაღიდან დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
შემთხვევა დღეს, მე-14 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
„მოზარდი ეზოში საბავშვო ატრაქციონზე თამაშობდა რა დროსაც მას ტყვია შემთხვევით მოხვდა. დაშავებულს ტყვია პნევმატური იარაღიდან აქვს ნასროლი“, — განაცხადეს თვითმხილველებმა.
ვინ ან რა მომენტში ესროლა ბავშვს, ჯერჯერობით უცნობია. ბავშვის სხეულზე სისხლი დედამ შენიშნა.
ბავშვს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
ამ ეტაპზე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დამნაშავე დაკავებული არ არის.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პირველი პრიმა მუხლით, რაც არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს.