02:30 21 მარტი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0439
  • 100 RUB4.1689
  • USD2.6816
დაკავებული ხელბორკილებში

დაკავებულია 72 ნარკომოვაჭრე – შსს-მ ნახევარი წლის ანგარიში წარმოადგინა

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Car
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
13610

ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში პოლიციამ ამოიღო 13 კილოგრამი ჰეროინი, დაახლოებით 2 კილოგრამი MDMA, 1,3 კილოგრამი კოკაინი და სხვა ნარკოტიკები.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ნარკოტიკების რეალიზებაში ბრალდებული 72 პირი დააკავეს, განაცხადა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ.

ამ პერიოდში პოლიციამ ამოიღო 13 კილოგრამი ჰეროინი, 7000 აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 1,3 კილო კოკაინი, 2 კილოგრამამდე MDMA, 650 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 1 კილოგრამამდე ფსიქოტროპული ნივთიერებები.

მხოლოდ ბოლო ერთ თვეში დააკავეს ნარკოტიკებით ვაჭრობაში ბრალდებული რვა პირი და ამოიღეს 4 კილოგრამი ჰეროინი, 1 კილოგრამი ოპიუმი, 2 ათასი აბი „სუბუტექსი“ და „სუბოქსინი“, 100 გრამი კოკაინი, 200 გრამი MDMA, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და 150 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერებები.

„ნარკოდანაშაულისა და ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევამციროთ ნარკოტიკის მოხმარებით გამოწვეული ზიანი. სამართალდამცველების ინტენსიური მუშაობის შედეგად ბოლო პერიოდში გახსნილია ნარკოდანაშაულის არაერთი ფაქტი", — განაცხადა ჭელიძემ.

დაკავებულთა შორის ირანის ოთხი მოქალაქეა. ერთ-ერთი პოლიციამ მარნეულის რაიონში დააკავა და 282 შეკვრად დაფასოებული 800 გრამი ჰეროინი ამოიღო.

ირანის კიდევ ერთი მოქალაქე თბილისში დააკავეს. სასტუმროს ნომერში, სადაც დაკავებული იყო დაბინავებული, პოლიციამ 1 კილოგრამი ოპიუმი ამოიღო.

ირანის კიდევ ორი მოქალაქე სასაზღვრო პუნქტ „წითელ ხიდთან" ახლოს დააკავეს.

დაკავებულთა შორისაა ახალგაზრდა, 1997 წელს დაბადებული ქალიც. ის სარფში დააკავეს, პირადი ჩხრეკისას მას აღმოუჩინეს 339 აბი „სუბუტექსი“ და 20 აბი „მეტადონი“.

დაკავებულებს რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)

მთავარი თემები