სამმაგი მკვლელობა ხობის მუნიციპალიტეტში – დეტალები შემთხვევის ადგილიდან

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის მანქანა
პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში კრიმინალისტები მუშაობენ.

თბილისი, 30 მაისი — Sputniki. სამი მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი აღმოაჩინეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ერთ საათის წინ ფარცვანიების ოჯახში — იტყობინება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

დაღუპულები — გოგიტა ფარცვანია, დათა ბუკია და ენუქი კონჯარია ერთ-ერთი დაღუპულის გოგიტა ფარცვანიას დედამ იპოვა მას შემდეგ, რაც მაღაზიიდან სახლში დაბრუნდა.

სააგენტოს კორესპონდენტს გარდაცვლილთა მეზობლებმა უთხრეს, რომ ფარცვანია და ბუკია მეზობლები იყვნენ, ხოლო კონჯარია ხელოსანი, რომელიც ფარცვანიების სახლში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. დაღუპულებს ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული ჭრილობები თავის და ზურგის არეში, იმ დროს, როცა ისინი სუფრასთან სადილობდნენ.

ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღიც, რომელიც ერთ-ერთ დაღუპულს ეკუთვნოდა.

ამ წუთებში ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.

ყველა ახალი ამბავი
0