შემთხევაა ხურვალეთში: პოლიციის მაიორი რიგით სამხედროს შეეჯახა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადგილობრივების განცხადებით, გზაზე მანქანები, მათ შორის პოლიციისაც, ხშირად გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებიან და ქვეითად მოსიარულეებს საფრთხე ექმნებათ.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. შიდა ქართლის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში პოლიციის განყოფილების უფროსი ქვეითად მოსიარულე სამხედროს დაეჯახა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა 18 მაისს მოხდა.  შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ერედვის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი თენგიზ კოლოტაშვილი საკუთარი ავტომანქანით სოფელ ხურვალეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც სოფელ ახალ ხურვალეთთან  ქვეითად მოსიარულეს დიცის მკვიდრს, სამხედრო მოსამსახურე 23 წლის ვაჟა მინდიაშვილს დაეჯახა. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
რუსთავში პოლიციელებმა თავისივე კოლეგები დააჯარიმეს

ავტომობილის შეჯახებით შედეგად მინდიაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. ის ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში სტუმრად მიდიოდა, რა დროსაც სწრაფად მიმავალი მანქანა დაეჯახა.

ადგილობრივების განცხადებით, გზაზე მანქანები, მათ შორის პოლიციისაც, ხშირად გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ და ქვეითად მოსიარულეებს საფრთხე ექმნებათ.

მომხდარზე გამოძიება 276 მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


ყველა ახალი ამბავი
0