06:30 22 მაისი 2018
პირდაპირი ეთერი
საპატრულო პოლიცია

თბილისში სკოლის მოსწავლე გოგონამ უფროსკლასელი ბიჭი სცემა

© Sputnik / Alexander Imedashvili
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (691)
563 0 0

87-ე სკოლის მეცხრეკლასელს მერვეკლასელი გოგონა გაუსწორდა.

თბილისი, 18 მაისი — Sputnik. მერვე კლასის მოსწავლე გოგონამ თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, 87-ე სკოლასთან მეცხრეკლასელი ბიჭი სცემა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.

მოსწავლეებმა ჯერ იკამათეს, შემდეგ კი იჩხუბეს. გოგონამ მეცხრეკლასელს საკანცელარიო ნივთით მიაყენა დაზიანება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ დაზიანება მსუბუქი იყო, ბიჭი პირველი სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სკოლაში საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „ძალადობა", რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 180 საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ ეჭვმიტანილი არასრულწლოვანია და დანაშაული ნაკლებად მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადის, მას თავისუფლების აღკვეთა არ ემუქრება.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (691)

მთავარი თემები