16:26 24 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
დაკავება

კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია 14 ათასი ლარის ღირებულების სიგარეტი

CC0 / Pixabay / 3839153
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (714)
49 0 0

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

თბილისი, 15 მაისი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის უკანონოდ გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაციის სამი ფაქტი გამოავლინეს და სამი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ორ შემთხვევაში ბრალდებულების ავტომობილებიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების 2 880 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. მესამე შემთხვევაში კი სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინიდან სარეალიზაციოდ გამზადებული 3 ათასი კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

სიგარეტების საერთო ღირებულება 14 ათას ლარს აღემატება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ("პირთა ჯგუფის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა-შენახვა-რეალიზაცია") მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ოთხიდან ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (714)

მთავარი თემები