თბილისი, 15 მაისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 42 წლის მამაკაცი ზემო ფონიჭალაში დააკავეს.
პოლიციამ დაკავებულის ფეხსაცმლის ძირებში დამალული ოთხ შეკვრად დაფასოებული 324.93 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით („განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა") დაიწყო, რაც ითვალისწინებს რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.