საქართველოში დანაშაული ერთნახევარჯერ გაიზარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე ხშირად მარტში დაფიქსირდა ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის ფაქტები

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. საქართველოში დარეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 2018 წლის მარტში, გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით, 55,7%-ით გაიზარდა — დაახლოებით 5,4 ათასი ფაქტი, აღნიშნულია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში.

დანაშაულის გახსნის პროცენტული მაჩვენებელი ამა წლის მარტში არის 26,9%.

ბუდას სტატუა - Sputnik საქართველო
რას ერჩოდნენ ქართველი პოლიციელები ბუდას ნეპალურ ქანდაკებებს

დანაშაულის უმრავლესობა, დაახლოებით 2,2 ათასი შემთხვევა, საკუთრების წინააღმდეგ იყო ჩადენილი (ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა და სხვა).

მეორე ადგილზეა ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია, მაგალითად, განზრახ მსუბუქი, ნაკლებად მძიმე, მძიმე ზიანის მიენება ჯანმრთელობისთვის, ძალადობა, ოჯახური ძალადობა და სხვა. ასეთი იყო 972 შემთხვევა.

სამეულშია ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებული დარღვევები — მარტში ასეთი იყო 450 შემთხვევა.

რაც შეეხება განზრახ მკვლელობას, მარტში დაფიქსირდა ექვსი ასეთი საქმე. აქედან სამი გახსნილია. ეს 40%-ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებელაზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0