გურჯაანის გამგეობის თაღლითურად მისაკუთრებული თანხა: დაკავებულია თემურ ფურცელაძე

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის მიზნით შეიქმნა კომისია. კომისიის წევრები იყვნენ ამჟამინდელი ბრალდებულები

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით თაღლითობის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე შპს „მოხელეს“ დირექტორი და დამფუძნებელი თემურ ფურცელაძე  დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2017  წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ  ხელშეკრულება გააფორმა კომპანია „მოხელესთან", რომელსაც სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები უნდა შეესრულებინა. სამუშაოების საერთო ღირებულება დაახლოებით 45 ათას ლარს შეადგენდა.

ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის მიზნით შეიქმნა კომისია, რომლის წევრებიც სამართალდამცველების მიერ  21 მარტს დაკავებული პირები იყვნენ. 

100-ლარიანი კუპიურა - Sputnik საქართველო
18 ათასი ლარის ოდენობის ყალბი 100-ლარიანები – საქართველოში ერთი პირი დააკავეს

დაკავებულთა  შორის არიან გურჯაანის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი, ამავე სამსახურის ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი, განყოფილების მშენებლობის უფროსი სპეციალისტი, იურიდიული სამსახურის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

კომპანია „მოხელემ" დაახლოებით 30 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, ფურცელაძემ კი გააფორმა დოკუმენტები, თითქოს მისმა კომპანიამ 44 ათასი ლარის ოდენობის სამუშაოები შეასრულა. დაკავებულმა მიისაკუთრა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის კუთვნილი 14 302,96 ლარი.

დოკუმენტაციას კომისიის წევრები გაეცნენ, თუმცა, აღნიშნულ ფაქტზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ. შედეგად, გურჯაანის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოაწერა.

დაკავებულ ფურცელაძეს  თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით (დიდი ოდენობით თაღლითობა) და 362-ე მუხლის მეორე ნაწილით (ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) მიმდინარეობს.


ყველა ახალი ამბავი
0