ცხოვრება ღია ცის ქვეშ – ხულოში შვიდსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სოფელ საციხურაში მუშამბაძეების საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა, განუცხადა „sputnik–საქართველოს" კორესპონდენტს ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ბეჟან ბოლქვაძემ.

ხანძარი - Sputnik საქართველო
საქართველოში ხანძრებმა ერთ წელში 79 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

უბედური შემთხვევა ხულოში გუშინ, საღამოს მოხდა.

„დაახლოებით საღამოს რვა საათზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა მიხეილ მუშამბაძის საცხოვრებელ სახლში, რომელშიც შვიდი ადამიანი ცხოვრობს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე შესაბამისი სამსახურები დროულად იყვნენ მობილიზებული, სამწუხაროდ, სახლი მთლიანად დაიწვა. დაზარალებულ ოჯახს ადგილობრივი ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარება", — განაცხადა ბოლქვაძემ.

თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, უცნობია.

დაზარალებული ოჯახი ამ დროისთვის თავს მეზობელთან აფარებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით („ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“) მიმდინარეობს, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0