საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობა - დაკავებულია ექვსი პირი

© Photo: courtesy of Ministry of Foreign Affairs of Georgiaსაქართველოს სახელმწიფო საზღვარი
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის და უზბეკეთის მოქალაქეები თურქეთში გადასვლას გეგმავდნენ

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N6 სასაზღვრო სექტორის (კარწახი) დასაცავ მონაკვეთზე თურქეთის 2 და უზბეკეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

მოხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით),  რაც 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ყველა ახალი ამბავი
0