04:48 22 აპრილი 2018
პირდაპირი ეთერი
პისტოლეტი „გლოკი“

ბათუმში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს

CC0 / Pixabay / LovableNinja
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (419)
13 0 0

დაკავებულს 6 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში 31 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების პრესსამსახურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია WALTHER PPK-ის მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ს 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება), რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თემები:
კრიმინალი საქართველოში (419)

მთავარი თემები