ლოჭინის ხეობაში მაშველებმა მონადირე გადაარჩინეს

© photo: Sputnikადიდებული მდინარე
ადიდებული მდინარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მდინარე ადიდდა, რის გამოც მონადირე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. მაშველებმა ლოჭინის ხეობაში ადიდებული მდინარიდან მონადირე უსაფრთხოდ გამოიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.

უწყების ინფორმაციით, მდინარის მოულოდნელი ადიდების შედეგად, მონადირე წყალში წარმოქმნილ ხელოვნურ კუნძულზე აღმოჩნდა და ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა სამაშველო ტექნიკის გამოყენებით მონადირე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.


ყველა ახალი ამბავი
0